kids.ge logo

თახვების კაშხალი

ფავორიტებში დამატება

რა ქნეს, ერთი დახეთ
ბუნების მცველ თახვებს.
ღობების ნაშალით
შენეს კაშხალი.
გადაკეტეს ტბორი
თითქოს დევის ტორით.
არ უშვებენ მაჩვ-ზღარბებს
არც იქით და არც აქეთ.
მარჯვედ, ლიტრა-ლიტრობით
წყალს წკნელებით ფილტრავენ.
ტყის ბინადრებს უხარებს
გულს თახვების კაშხალი,
შეუძლიათ, სუფთა წყლით
მოამზადონ ვახშამი.

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026