kids.ge logo

წვიმა-ბალერინა

ფავორიტებში დამატება

მოდის წვიმა-ბალერინა,
მოდის წვიმა _ წკაპუნა,
მთა და ბარი გააგრილა,
ჯეჯილს ნამი აპკურა.

მოირბინა თითის წვერით
ზურმუხტგულა მინდვრები
და აცეკვა წვიმის დები _
წვიმის ბალერინები.

დახტის ბაღში, ყვავილებთან
წარმოდგენა გამართა,
ართობს ეზოს, სოლოს ცეკვავს
ცუგრუმელა თამართან.

ფოთოლს მძივად დაკიდა,
ბალახს ბროლის საყურედ,
პაკა-პუკი ატეხა
ვანს და სახურავს.

მოდის წვიმა _ ბალერინა,
მოდის წვიმა, წვიმ-წვიმა,
ოხშივარი ადის ცაში
ნაწვიმარი მიწიდან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აბურდალი, ნაბურდალიაბურდალი, ნაბურდალი კრუხ-წიწილას საბუდარი, თივის ბურდა- ბარდები, წიწილები მარდები. შავები და თეთრები, კრუ...დაკარგული ჭუჭულიდაეკარგა იხვს ჭუჭული, ბაფთიანი, გაპრანჭული. ეძებს იხვი თავის ჭუჭულს, აღარ ტოვებს კუთხე-კუნჭულს: – სად წავ...მამლის გრიპიწარამარა ისმის ცხინკი, შეეყარა მამალს გრიპი, უშიშარს და ფიცხელს აუწია სიცხემ. გაუწითლდა ღაწვები, გაულურჯდ...გაკვირვებული ჟირაფიდედა ჟირაფ ჟინას შეეძინა შვილი, დაიბადა ბიჭი, მას დაარქვა ჟიჟი, დაიბადა გოგო, მას დაარქვა ჟოჟო. ჰოდა, დედ...გოგლი-მოგლიარც აცხელა, არც აცია, ჯამში ჩახტა კვერცხის ცილა, თქვა ვანილმა: მეც იქ მინდა! თქვა შაქარმა: მეც იქ მინდა! ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026