kids.ge logo

ენძელებს ჰკითხე

ფავორიტებში დამატება

ვიცი დამეძებ, მაგრამ არ ვჩანვარ,
მე ხომ გაზაფხულს მოვყევ ენძელად
და თუ არ გჯერა, მოდი, დამხედე,
თავს დავხრი ჩუმად, წყნარად, ერთხელაც.

ატმის კვირტშიც ვარ და ველოდები,
მზის სითბო გამშლის ნაზ ყვავილებად,
სურნელად ჰაერს მოვეფინები
დაგეკერები გულზე ღილებად!.

ღრუბლებშიცა ვარ, ზეცას ახედე,
ღიმილს გიგზავნი ჟუჟუნა წვიმად,
სიოდ გაგივლი ცხელ გულისპირზედ,
ტყის პირს ამოვალ ხვირა გვიმრად.

მდინარეცა ვარ დამშვიდებული,
ფრთხილი დინებით ფესვებს გიცოცხლებ,
პეპელასაც კი დავემსგავსები
მოგცემ პირობას, დიდხანს ვიცოცხლებ!

მთის მწვერვალიც ვარ ყინულინი,
მზესთან ვჭორაობ შენს სიყვარულზე,
თუ მოინდომებ ყველგან მიპოვნი,
ჩემი არ გჯერა?.. ენძელებს ჰკითხე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იას სიმღერა-გაზაფხულდაო! - ამღერდა ია, -გადმწვანდაო ირგვლივ მთა-ბარი, -გაიღვიძაო, ჩქარა, აქ არის, ყოჩივარდაო, ჩემი დ...შვილისთვის დედა წმინდა ხატიაუფალო ღმერთო შენ დაიფარე, დედაშვილობის წმინდა ტაძარი, ნუ დააშორებ დედას თავის შვილს, რომ არ ქვას :-ნეტავ,...პრანჭიკელა ბარბარედღეს მზიანი დღე იყო, მოვინდომე თამაში დედამ კაბა ჩამაცვა, წამიყვანა ტატაში. ბაბთაც კი მაქვს ლამაზი, ესეც ...პატარამ თქვა ასეო-მინდა, ყველა გაგათბოთ, ჩემი თბილი ღიმილით, მინდა ყველა დაგატკბოთ, ჩემი სიცილ-კისკისით! როცა ფეხზე გავივლ...არ შეგვეშნდეს დიდი დაღმართისლოცვის იმედით გულანთებულნი იმედს არ ვკარგავთ, ძაძები გვეყო! მუხლდაჩოქილი უფლის ხატის წინ ჩემთვის ვჩურჩულე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026