kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -
ჭიკჭიკითა გადმომძახა:
“გაზაფხული! გაზაფხული!”
გულს იმედი დამესახა.
მივდექ სარკმელს, გადვიხედე,
რემარე მესხვაფერა! -
სასობამ ფრთა გაშალა,
გულსა მკრა და ამიძგერა!
სუნი მეცა გაზაფხულის,
უცნარი ვიგრძენ ძალი...
ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ?
ახლოს არის მომავალი!
“მოვესწრები, რაც მინდოდა
ზამთრისაგან დაჩაგრულსა:
ვნახავ ქორწილს ბუნებისას,
გავიგონებ მის მაყრულსა.
“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა,
ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას
და ბულბულიც გამაგონებს
მისებურად “ტია, ტიას!”

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სულიკოსაყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე… დაკარგულიყო!… გულამოსკვნილი ვჩიოდი: “სადა ხარ, ჩემო სულიკო?!” ეკალშ...სურვილიმინდა, რომ ჩემსა სატრფოსა ვხედავდე თავისუფალსა, რომ ძალით ვერ აშინებდენ, ვერც ნებით უხვევდენ თვალსა!.. მი...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...პატარა მურიარას წუწკუნებს ის პატარა მურია? ხომ არ ჰშია და ან ხომ არ სწყურია? ვისი არის და ან სადაურია? ქუცი, ქუცი! კუ...ამირანიკავკასიის ქედზე იყო ამირანი მიჯაჭვული, ყვავ-ყორანი ეხვეოდა, დაფლეთილი ჰქონდა გული. ქვეყნად ცეცხლის მოტანი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026