kids.ge logo

დიდგულა კნუტი

ფავორიტებში დამატება

და-ძმამ, ქეთომ და ნიკომ
კნუტი ნახეს მტირალი,
საცოდავად ბალახში
შემძვრალიყო მშიშარი.

შეცოდათ ფისუნა,
ჩაიწვინეს კალთაში,
სახლში წამოიყვანეს,
ბანავეს ვანაში.

დაბანილმა და სუფთამ
რძე დალია, დაწვა,
მერე, რომ გამოძინა
ხასიათზეც დადგა.

გადიდგულდა, აიმრიზა,
ბრაზიც გამორია,
თუმცა ჭკვიან მურიას
ხმაც არ ამოღია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დავბრუნდები და კვლავაც გაგათბობმე დაბრუნებას თითებზე ვითვლი და მონატრებას ცრემლებით ვყლაპავ, ღვთისმშობლის ნაკურთხ მიწის შვილი ვარ, უშენო...უფალო, ისევ შეგვინდეჭირნახულ ქვეყნის შვილი ვარ და მე ქართველი მქვია, ჩემი სამშობლოს მიწისთვის, გული მაქვს მუდამ ღია! ოდითგან ...წუწკი ნინიკორა წუწკია ნინიკო, ჭამა უყვარს ხილის, თხილს და კაკალს წამიერად ტეხავს საღი კბილით. ლოყაწითელ ვაშლებს უცქერ...საქართველოს მთებში საქართველოს მთებში ნანას დავამღერებ, ბარში წყაროს ვაკისკისებ კენჭებიანს, ჩემს მიწაზე სიყვარულის ფერით მოვ...მაშ ავენთოთ სანთელივითგანა მართლა დაიკარგა ის ღვთიური სული? ქართველს ვერვინ მოერევა რომც უგინონ რჯული! სიყვარულის ამ ზვირთებში ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026