kids.ge logo

ცნობისმოყვარე ცუგრია

ფავორიტებში დამატება

ზოს ფრთხილად დარაჯობს,
ყურპანტურა ცუგრია,
წიწილებთან თამაში,
ცით, როგორ სწყურია?
ქანდარაზე შემომჯდარა,
თეთრო დედა კრუხია,
შვილებს ისე უფრთხილდება,
ამჩნევს ჩვენი ცუგრია.

ერთ დღეს, როცა დედა კრუხი,
სათლით წყალზე წავიდა,
ცუგამ წუთი არ დაკარგა,
საქათმეში ავიდა.

გაკვირვებით უყურებდა,
ცუგრიკელა წიწილებს,
მათ კი ისე შეშინდათ,
წივლეს და იწივლეს.

გოცებულ ცუგრიკელას
ღია დარჩა ხის კარი,
სხვის საქმეში ჩარევისთვის,
მოხვდა კრუხის ნისკარტი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თბილისურიმთაწმინდისკენ გავუყევი ბილიკებს, გამახსენდი, შენი ნახვა მომინდა, სიყვარულით შევსვი ტკბილი ზედაშე, მეტეხს ...პატარამ თქვა ასეო-მინდა, ყველა გაგათბოთ, ჩემი თბილი ღიმილით, მინდა ყველა დაგატკბოთ, ჩემი სიცილ-კისკისით! როცა ფეხზე გავივლ...* * *ერთი ცელქი გოგო ვარ, მიყვარს ხტუნვა-თამაში, რა კარგია ბებოსთან კოტრიალი ჰამაკში. ხან წიწილებს ვაპურებ, ეზ...სადღეგრძელოშენ გაგიმარჯოს ქართულო მიწავ, დამილოცია კერია შენი, ვაზის ნაჟურის სასმისით გლოცავ, შენ დაგელოცოს ერი და ბ...არ შეგვეშნდეს დიდი დაღმართისლოცვის იმედით გულანთებულნი იმედს არ ვკარგავთ, ძაძები გვეყო! მუხლდაჩოქილი უფლის ხატის წინ ჩემთვის ვჩურჩულე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026