kids.ge logo

უქნარა ანდრო

ფავორიტებში დამატება

ღამით გვიან იძინებს,
არ უჯერებს დედას,
ანდროსთანა ბიჭუნას,
მოუხდება წკეპლა.

დილით, როცა იღვძებს,
წყებს წინდის ძებნას,
ფეხსაცმელიც არსად არ ჩანს,
სულ ეძახის დედას.

წინდა და ფეხსაცმელი,
ძლივს მოძებნა ოთახში,
მერე თავპირისმტვრევით,
მირბის თავის სკოლაში.

საუზმეც არ მიირთვა,
გარეთ ისე გავარდა,
ვიდრე კლასში მივიდა,
ბევრი ნივთი დაკარგა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვარდმა თქვასურნელი მაქვს უკვდავების, სილამაზე ველური, ყვავილების დედოფალას, ვარდი მქვია რჩეული. მოგილოცავთ, მეგობრებ...პატარამ თქვა ასეო-მინდა, ყველა გაგათბოთ, ჩემი თბილი ღიმილით, მინდა ყველა დაგატკბოთ, ჩემი სიცილ-კისკისით! როცა ფეხზე გავივლ...სადღეგრძელოშენ გაგიმარჯოს ქართულო მიწავ, დამილოცია კერია შენი, ვაზის ნაჟურის სასმისით გლოცავ, შენ დაგელოცოს ერი და ბ...იასულ პაწაწინა, თანაც ნაზი, მინდორ-ველზე მოსულა, თავს იწონებს ყვითელ გულით, ლურჯი კაბით მორთულა. სურნელი აქ...დედა გაახარესსკოლიდან რომ დაბრუნდნენ დემეტრე და ლელა, გადაწყვიტეს არეული სახლის დალაგება. იატაკი დაგავეს, ხალიჩაც გადა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026