kids.ge logo

შემწვარი კარტოფილი

ფავორიტებში დამატება

განა ასე ძნელი
კარტოფილის გათლა?!
მერე კარგად გარეცხვა,
მერე დაჭრა თხლად-თხლად.
ჯერ შავ ტაფას ვაცხელებთ
(არც ტაფას ვწვავთ, არც ხელებს),
ზეთს ვასხამთ და კარტოფილს
ვყრით ტაფაზე შიშხინით,
კარგად რომ შეიბრაწოს,
ვურევთ ხის კოვზს ხშირ-ხშირად.
გარჯა არ დაგეზაროთ,
ნუ მივირთმევთ მარტო “ფრის”,
რა სჯობია ოჯახში
კარგად შემწვარ კარტოფილს!..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კაპიტანი თაგუნათაგუნია ცმაცუნა გემით სად არ დაცურავს, აბარია საწყობიც- დილას ხვდება განწყობით! მისი არის გემბანიც, სადაც...ჰულა ჰუპიერთი, ორი, სკუპი, სკუპი, დატრიალდა ჰულა ჰუპი. დაედევნა მსუქან ზებრას, უყვარს მისი გაბრაზება. მოეხვია რქებ...ჭორიკანა გოგრაჭორიკანა გოგრა ღობეს შეაბობღდა. თქვა: _ სადაც მსურს, იქ წავალ, რა მაქვს სხვებთან საერთო? შემიძლია, მთელი ...* * *ხის ხიდი ხის ხიმინჯებზე ხუხულასავით ხანხალებს, ხურო ხარიხებს ხერხავს და ხევი ხარივით ხარხარებს....იკას კიჭიწკარა–წკური გააქვს ჭიქებს, უკაკუნებს იკა კიჭებს: ერთი–ორი, ერთი–ორი, აღარ დარჩა სახლში ბროლი! აღარ დარჩა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026