kids.ge logo

სპლიყვს ამოჭრა ეშვებმა

ფავორიტებში დამატება

მოუსვენრობს სპლიყვი,
ცმუკავს, როგორც ციყვი.
ფცქვნის ნედლ ხეებს მერქან-მერქან
_სპლიყვს ნუნები ექავება.
დარდობს დედა სპილო,
შვილის შველას ცდილობს.
კოტრილობს სპლიყვუნა,
იქნევს ხორთუმს ბრიყვულად.
შეწუხა ყველა,
მტვერი აყენა!
ბოლოს, როგორც ტორტი,
რომ ჩაკბიჩა ტოტი,
ნედლ და რძიან ხეში
დაჩნდა წყვილი ეშვი.
მგონი ყველას ეშველა
_სპლიყვს ამოჭრა ეშვებმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოგლი-მოგლიარც აცხელა, არც აცია, ჯამში ჩახტა კვერცხის ცილა, თქვა ვანილმა: მეც იქ მინდა! თქვა შაქარმა: მეც იქ მინდა! ...ბოლოკი და ჭარხალიბოლოკი და ჭარხალი მიდიოდნენ ხანხალით, გზაზე თაგვი შემოხვდათ ზურგზე ბარგი-ბარხანით. ჭარხალი და ბოლოკი გაუს...ელენიკოს წინსაფარიამ წინსაფარს, ბებია, ფართოჯიბეებიანს, ვის უქარგავ-უპრანჭავ? – ელენიკოს, კუდრაჭას! ჯიბეების გარეთ- სავსე მ...პურის ცხობა ვისწავლეუსაქმურად როგორ ვიყო, ცომით არის სავსე ვარცლი, ვიკაპიწებ ციცქნა ხელებს, დედას ცხობას აღარ ვაცლი. ვათამაშე...ზღვის ცხენიცნობილი ზღვის ცხენი ვარ, მაგრამ, გითხრათ, მრცხვენია, წყლის ზემოთ და წყლის ქვემოთ თუმცა ვცურავ იხვივით, მა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026