kids.ge logo

სპლიყვს ამოჭრა ეშვებმა

ფავორიტებში დამატება

მოუსვენრობს სპლიყვი,
ცმუკავს, როგორც ციყვი.
ფცქვნის ნედლ ხეებს მერქან-მერქან
_სპლიყვს ნუნები ექავება.
დარდობს დედა სპილო,
შვილის შველას ცდილობს.
კოტრილობს სპლიყვუნა,
იქნევს ხორთუმს ბრიყვულად.
შეწუხა ყველა,
მტვერი აყენა!
ბოლოს, როგორც ტორტი,
რომ ჩაკბიჩა ტოტი,
ნედლ და რძიან ხეში
დაჩნდა წყვილი ეშვი.
მგონი ყველას ეშველა
_სპლიყვს ამოჭრა ეშვებმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ელენიკოს წინსაფარიამ წინსაფარს, ბებია, ფართოჯიბეებიანს, ვის უქარგავ-უპრანჭავ? – ელენიკოს, კუდრაჭას! ჯიბეების გარეთ- სავსე მ...აბეზარი კრაზანებიაბეზარი კრაზანები ფუტკრებს ყოფას აზარებენ, მათ კი არ სურთ, ჭრელმა ურდომ სკის ახლობლად დაიბუდოს. მაგრამ ახ...ზარმაციცხარობს, ბრაზობს ზარმაცი, ძილს არავინ არ აცლის. აქეთ დედა ბუზღუნებს, იქით ქარი ზუზუნებს. მამლაყინწამ ყივი...როცა თოვლი დადნებარა უელმებს თვალებს კურდღელს, რად შენატრის თოვლის გუნდებს? სტაფილო აქვს თოვლის პაპას, უყურებს და ნერწყვებს...პოპკორნიამბავი ორ ნაწილად მონაწილეობენ: მთხრობელი; ქალაქელი სტუმარი - 7 წლის ანდრი; სოფლის მკვიდრი - ანდრის ბაბუა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026