kids.ge logo

ზარმაცი

ფავორიტებში დამატება

ცხარობს, ბრაზობს ზარმაცი,
ძილს არავინ არ აცლის.
ქეთ დედა ბუზღუნებს,
ქით ქარი ზუზუნებს.
მამლაყინწამ ყივილით
რემარე აიკლო,
მაგრამ ვინ გადაფარავს
ბოჩოლების ბარიტონს.
ყვიტ-ყვიტებენ იხვები,
ყიყინებენ ბატები,
ბჭობენ ინდარები
და კნავიან კატები.
გოჭი ჭყივის, ძაღლი ყეფს,
დილა ყველას აფხიზლებს,
მხოლოდ ზარმაცს სძინავს და
ბერავს გუდას საძილეს.
-იმ გუდაში რა ყრია?
-რა ყრია და არც არა,
დილის სუფთა ჰარი
ბრიყმა ძილში გაცვალა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წუწაობააქეთ - ბოთლი, იქით - სათლი, დადის ლიზი წუწვა-წუწვით, ბრაზობს ბებო:– წუწაობა გამიგია, მაგრამ, თუ წვიმს?!....წვიმა-ბალერინამოდის წვიმა-ბალერინა, მოდის წვიმა _ წკაპუნა, მთა და ბარი გააგრილა, ჯეჯილს ნამი აპკურა. მოირბინა თითის წვე...აბეზარი კრაზანებიაბეზარი კრაზანები ფუტკრებს ყოფას აზარებენ, მათ კი არ სურთ, ჭრელმა ურდომ სკის ახლობლად დაიბუდოს. მაგრამ ახ...დამაცადეთ!ჩხუბობს ელისაბედი: –დუ! დუ! დუ! დუ! და! და! ჯერ არ დაღამებულა, მაძინებენ ძალად! ბრაზობს ელისაბედი: – და! ...მელა და სუპერმარკეტი-ამ ბოლო დროს საქათმეს რად არ სტუმრობ, მელა? იქნებ, ვიდეო-თვალმა საქმე გაგიძნელა? – საქათმეში რა მინდა, უ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026