kids.ge logo

ქინქლა

ფავორიტებში დამატება

გამართა წელში ქინქლა,
დადგა რთველი, როგორც იქნა.
დასტრილებს ვენახს თავზე,
დაწურავენ ყურძენს ხვალ-ზეგ.
ჰოდა, როცა მთელ საბურნეთს
მაჭრის სუნი გააბრუებს,
რეტდასხმული ირბენს ქინქლაც,
მაგრამ მისი დაღლა ვინ თქვა?!
დაპატიჟებს მთელ საქინქლეთს,
თვითონ ირბენს მერიქიფედ.
ეს აფიქრებს ქინქლას ოღონდ,
არ ჩაშალოს ლხინი კოღომ.
სულხარბი და გაიძვერა
ყველა სავსე ჯამში ძვრება.
თუმცა ისიც არის მწერი,
მანაც წრუპოს ყურძნის წვენი.
სხვის ნაშრომზე ილხენს ქინქლაც,
მაგრამ რა ქნას ერთმა ციცქნამ?
ყოს, ქინქლა რას მოჰპარავს
გადავსებულ ჭურს და მარანს,
თუკი შეძლებს ფეხზე დგომას,
ქინქლაც შვენის შემოდგომას.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

წელი რომ მოვა ვირთხის–ჩემზე ლექსს, აბა, ვინ დაწერს?- ტირის პატარა ვირთხა, _ თურმე არავის ვუყვარვართ, დილით ბაბუამ მითხრა. ამშვ...მუხლუხოუკისრო და უმუხლო, ხეზე ცხოვრობს მუხლუხო. არ სჭირდება ქოხი, ჰყოფნის ფოთლის ნოხი. ფაციფუცობს, წამწუმ არ წყვ...სუფრა დადგა თავდაყირაქორწილი აქვს ლოკოკინას თავის ზღაპრულ სასახლეში, საპატარძლოს მაყრიონი ზურგით დაჰყავს ხვნეშა-ხვნეშით. პატარ...დაბდურაარ ადარდებს შეკვრა ღილის, დადის პერანგ გაღეღილი. არ შეიკრა გრძელი თასმა და კედებმა მწარედ დასცა. ამიტომაც...ლექსების რიგშიარც ვაშლებს, არც კანფეტებს, ბებო ლექსებს არიგებს, თითო შეხვდა ელენეს, იკას, სანდროს, მარიკოს. რიგში დგანა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026