kids.ge logo

შემოდგომის სურათი

ფავორიტებში დამატება

ვენახში რთველი გაჩაღდა დიდი,
ზვარიდან ისმის სიმღერა მშვიდი.
საწნახელიდან მოსჩქეფს ბადაგი,
ივსება დიდი ქვევრი ბარაქით
ორღობეში კი დატვირთულები,
მოდიან ხორბლით სავსე ურმები.
ბაღში ბავშვების ჩამდგარა ჯარი
დაუკრეფიათ ვაშლი და მსხალი.
დაჰბერავს მთიდან ნივი გრილი
და კალათები ივსება ხილით.
გვერდზე აწყვია გოგრების გროვა,
თაფლივით კარგი და ტკბილი როა.
ბიჭები სიმინდს ტეხენ ყანაში,
იქვე გუგული უსტვენს ჭალაში.
ჯოხზე ქანაობს ასხმული თხილი
ქვაბში ჩაასხეს ბადაგი ტკბილი.
ჯერ საჩურჩხელედ ძაფზე ააცვეს,
და ფელამუშის კაბა ჩააცვეს.
გარეთ კი ქარი ღამეებს ათევს,
გზად ფოთლის ყვითელ ხალიჩას აფენს.
გული კი მღერის - ჩემო მამულო-
ეს მოსავალი სამხირულოდ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ბიჭის ნატვრასამაჩაბლოს გადავიხდი ქორწილს, შემოვძახებ ჩაკრულოს და რეროს! და ვასწავლი ჩემს ოს თანატოლებს, რომ ცხინვალი ...მხიარული წვიმაციდან მოდის წკაპა-წკუპით მხიარული წვიმაო, ფანჯრის მინას მოუყვება წვეთი პაწაწინაო. აკაუნებს სველ მინაზე პა...გაგებუტე ზამთაროგაგებუტე ზამთარო და ნაწყენი ვიქნები, სანამ არ გამოჩნდება ცაზე თეთრი ფიფქები. მთელი წელი გელოდით, თოვლი გვ...შემოდგომაშემოდგომა მოვიდა და გადაყვითლდა მინდორ-ველი. მოსავალით კვლავ აივსო ბეღელი და საწნახელი. ღვინობისთვეს კვლა...პრანჭია გოგომაქვს ბევრი საყურე, ფერადი წკაპები. მძივები, ბეჭდები, ფრიალა კაბები. ლამაზი ჩანთები და “საპრანჭავები” ფერ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026