kids.ge logo

სანდროს ლექსი

ფავორიტებში დამატება

ცხარე ცრემლით ტირის სანდრო:
-არ ყოფილა თოვლი სანდო!
წელს პირველად ვნახე, თორემ
მოვტყუვდები განა სხვა დროს?
კარგი ჩანდა შორიდან
და თამაში მომინდა,
მაგრამ ერთი შეხებით
გამიყინა ხელები.
გამიწითლა ცხვირი,
გამიწითლა ლოყები,
მე და თოვლი, ვფიცავ, რომ
წი ვერ დავმოყვრდებით!
-კარგი ერთი, სანდრო,
წუწუნია რა დროს.
მას გიჯობს, ბებოს სთხოვო,
ხელთათმანი მოგიქსოვოს!
გულინად გამაცინე,
სანდრო ბიჭო, გაზარდე,
ზუსტად ვიცი, თოვლის წყენა
გადაგივა გასამდე!

ავტორის შესახებ

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026