kids.ge logo

ანას გასაჭირი

ფავორიტებში დამატება
თუკი დამაცემინა,
დედა მაწვდის მაშინვე
თერმომეტრს და იძახის:
- შენი ფერი მაშინებს!

გამიზომავს სიცხეს და
სევ იწყებს ვაი-ვიშს:
- აბა, ჩქარა დაწექი! -
წამსვე ლოგინს გამიშლის.

დამილაგებს საწოლთან
ბებსა და მიქსტურებს.
ვინც კი ჩემთან შემოდის,
ყველას გარეთ ისტუმრებს:

- ანას ახლა სიცხე აქვს,
გამოკეთდეს, ადროვეთ.
სხვა დროს მოდით, ბავშვებო,
ახლა მარტო დატოვეთ!

დედას, ალბათ, ჰგონია,
რომ კარგ საქმეს აკეთებს -
მე ბავშვებთან თამაში
უფრო გამომაკეთებს.

მერე ისევ თერმომეტრს
იღლიის ქვეშ გამიჩრის...
ეჰ, მარტო ეს რომ იყოს,
მაშინ კიდევ რა მიჭირს?

ძალით ლიმონს შემაჭმევს -
დახოცავსო ბაცილებს!
ძმრიან ტილოს შუბლიდან
წუთითაც არ მაცილებს...

რი გზა მაქვს, დედამ კვლავ
სე რომ არ მამყოფოს -
თერმომეტრი დავმალო
ან არ ვივადმყოფო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მზე, მთვარე და ღრუბელიმზემ გადასძახა მთვარესა: - ვანათებ არემარესა, შენ რის მაქნისი მყავხარო, მთელი დღე უქმად დგახარო! წარბი შე...ობობარა ყოფილა ეს ობობა, მთელი ეზო შემოღობა! განა წნელით ანდა ფიცრით, - რა აგიხსნათ, თქვენც ხომ იცით? ქსელს ამ...ბუდღისით წიგნებს კითხულობს, არ შორდება ფუღუროს. ღამით გარეთ დაფრინავს, ვარსკვლავებს რომ უყუროს. რჩევას ვინც...ვინ უპასუხებს ირაკლისჩვენი პატარა ირაკლი, ჩემი უმცროსი ძამიკო, უცნაურ კითხვებს გვისვამს და სურს, ყველაფერი გაიგოს. - მზე როცა ...ბაყაყურიგზის ნაპირას იხვებს ორმო ნაჟური წყლით აუვსიათ, იძახიან - აქეთ მოდით, საცურაო აუზია. რა სჯობია წყალში ცურვ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026