kids.ge logo

ბულბულის შურსა

ფავორიტებში დამატება
ბულბულის შურსა შევსდგომივარ მუდამ მძახველი,
წყურნების თვალით შემოგყურებ შენი მსახველი,
ვარდის ეკალი გულს დამეცვა პირ-გამახველი!
შენგან დაკოდილს შემიბრალებ ჩემი მნახველი!
დამაშვრალმან სულ მოვირბინე შენგნით ახ ველი!

ვარდი ხარ, ჯერეთ არა შლილი, ედემს ნარგები,
შენის ბულბულის შემაშალი, შემაშმაგები!
შენგან ითხოვენ შვენებასა სხვანი კარგები;
ჩემგან რად უნდა გაგიკვირდეს - დავიდაგები!
ყოვლი მიჯნური შენ დაგიწვავს, მიწის მლახველი!

თუ სამართალი არის სადმე, - გეზინების!
ყელი გამომჭერ, პირი დამრჩა შენის დანების!
შენი ბრალები ჩინუ-მაჩინს გაიგზავნების:
შენგანა მკვდარი ბევრი ვინმე გაიმჟღავნების!
კაა და მორჩი, ჩემზედ ნუ ხარ თვალის მფახველი!

მე გული სრულად შემოგწირე, - შენ ხმაც არ გამეც!
შენ ჩემი ჭირი გიხარიან, - მე ვსტირ დღე, ღამეც!
მითხარი, სიცოცხლის ნაცვალი ნეტარ რა მომეც?
უბრალო სული მომაკვდინე, ლახვარი დამეც.
ლამის რომ მოვკვდე, ვერ შევიქმნა შენი მზრახველი.

მღიმარის პირით წამიპარე, დამიდგი მახე.
სე მეგონა, შემრჩებოდა ეგ შენი სახე;
ანთებულს ცეცხლსა შესაწველად ხელი შეგახე.
დამწვარი მაინც შემიბრალე, ბესიკი2 ნახე!
ვაჲ, შენი ბრალი, ჩემო თავო, ღრუბელს შახველი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მირიან ბატონიშვილზედსთენ და მირიან მზეობისა დღობანი, სცენდა გმირიან მხნეობითა მხნობანი, შვენდა ზმირიან ფშვეობისა თნობანი, თქვ...ასპინძის ომზედასპინძის მიწა გიწამებს, - ურგებ არს ჩემგან თქმულები! რუს-ქართველ-კახნი მოადგნენ აწყურსა, დარაზმულები; მუნ...მე შენი მგონემე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო, ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო, მთიებო პირო, მიჯნურ...იადონს ის ევარდაიადონს ის ევარდა და სუმბულს ის ევარდა. თქვა მაისმა: "მე თქვენგან დაბმულ-ვარ ისე ვარ და!" შავმან შაშვმან ი...სევდის ლაშქარისევდის ლაშქარი შემომიხდება, სურვილის ცეცხლი მომეკიდება, სულთქმა და ტირილი გამიხშირდება, საყვარლისა ჭვრეტა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026