kids.ge logo

მოწვევა

ფავორიტებში დამატება
ჩემო სიცოცხლევ და
კვალად მარადა.
ეგ შენი სახე
ვით დავივიწყო,
რომ სადაცა ვარ,
ყოველთვის თანმდევს?
ვის შევამზგავსო
ეგ ზეცის სახე!
რომელშიცა
სული გამიბამს
და ქამანდისგან
ვეღარ მიხსნია?
მისთვის თხოვნით
შენა მოგმართავ,
და ჩემს საწყალსა
ამ ჩემსა გულსა;
შენსა ლამაზთა
თეთრ ხელთა ზედა
სიხარულითა
მსხვერპლად მოგართმევ,
რათა მოხვიდე,
და მაგ შენისა
გამომხსნელის ხმით
ეს ჩემი სული
შენვე გამოხსნა,
რომ საკუნოდ
მე დამავალო,
და ამ სოფლისა
შენგნით ვიცოცხლო.

1834-სა წელსა
ლექსანდროვკადგან..

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

რუსთაველ!ყოვლის ზეციურის მადლით გაბრწყინვებულო, და ანგელოზებრ წმინდად ამომსუნთქმელო. ნეტავი მითხრან, ანუ ზეცითგანა...მოხუცებული ყმაწვილკაცსრას დამცინი? რას კოხტაობ? რას ტრაბახობ? რას ბაქბუქობ? ნუ დამცინი, ნუ კოხტაობ, ნუ ტრაბახობ, ნუ ბაქბუქობ, მ...თეჯლიშიგანაცვიფროს წამსა შევხვდი მფრინავსა, წინათ სული გრძნობდა ვნახე, სინაძეს, ვსასწაულობ მას დღეს მარად, მფრინ...საქართველოს გაზაფხულინიმფნი რხევით სეირნობენ ასფოდელსა დარაზმულნი; ყვავილთ სწყვეტენ, ნაზათ სტრფობენ, ყნოსვენ სუნთა სიხარულნი. ...უეცარი შეხვედრაშეხვდნენ ჭვრეტად ქალ-ყმათ თვალნი, ორთავ ეცათ ტრფობის ძალნი. თქვეს მათ: გული გვეუბნება, ერთმანეთი გვეკუთვნ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026