kids.ge logo

მომავალი მწვრთნელები

ფავორიტებში დამატება

დელფინების ანტრაქციონს
აღტაცებით უმზერს მარი,
ამ ჭკვინი ცხოველების
შოუ, საცარი არი.
როგორ მწყობრად დაცურავენ,
რა მალაყებს გადადიან,
მწვრთნელებს როგორ უჯერებენ,
მათთან ყოფნა რა კარგია!
მათმა ცეკვამ განაცვიფრა
თავად მოცეკვავე ეთო,
დედი, მეც მსურს ილეთები,
სე კოხტად გავაკეთო.
სიტყვის თქმას ვერ ახერხებენ
მოხიბლული პატარები,
თვალებს ვეღარ აშორებენ,
ტაშს უკრავენ გამალებით.
არ ვიცოდი, თუ დელფინი
უჭკვინესი რამ იყო,
ეს რა ვნახე - გაცებას
ვეღარ მალას ჩვენი ნიკო.
გავიზრდები, მათი მწვრთნელი
უნდა გავხდე - ამბობს ბერო ,
ცეკვა რაა, დელფინები
ნახეთ, თუ არ ავამღერო.
მწვრთნელობით მეც მოვიხიბლე, -
გვიზირებს აზრებს მაშო,
მე დელფინებს ისე გავწვრთნი,
კალათბურთი ითამაშონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დედა ენაპირველად დედამ მანახა საოცრად ლამაზი წიგნი, მითხრა : ჩემსავით გიყვარდეს, გზას გაგიკვალავს იგი. ზღაპრის სა...დიდი ბიჭიმე ხომ უკვე გავიზარდე, აღარა ვარ პატარა, მეყო უკვე, რაც დედიკომ თვის ნებაზე მატარა. ყოველ დილით მაძალებენ...თოვლი და ლევანიდილით თოვა დაიწყო, მიწა თეთრად დაფარა. გაოცებით უყურებს თოვლს, ლევანი პატარა. ჯერ შაქარი ეგონა, მერე - ტკ...სალომე, თაკო და ბორენასალომე - სკოლობანას ვთამაშობდით, მე, თაკო და ბორენა, წამდაუწუმ ხელს მიშლიან, გააჩერებ ორ ენას? თაკო - ეს ...გულმავიწყი ბებიაშუბლხატულა ბოჩოლა დაეკარგა ბებიას, მას ძებნაში გია და ლია ეხმარებიან. სამივენი ეძებენ, მოიარეს მთა - ბარი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026