kids.ge logo

მე მსურს

ფავორიტებში დამატება

მე მსურს ვიქცე მტრედად,
გავაპო სივრცე და
ვეწვიო ჩემს სოფელს,
ვეწვიო ფიქრებად.
მიწის სუნთქვად ვიქცე,
ვიქცე ნაკადულად,
ატმის ყვავილს ვთხოვო,
თხოვო დამალულად.
გულში ვარდისფერი
სითბო ჩამიღვაროს,
ზეცის სიმაღლეზე
იქნებ ამიყვანოს.
მინდა არ დამტოვოს
ლამაზმა ფიქრებმა,
ზეცას როცა ვხედავ
გაფრენა მინდება.
სივრცე,სივრცე მინდა
დიდი უსასრულო,
სიზმრებში დამიწყნარდი
ჩემო სულო,გულო,
ღარ გამაწბილო,
ღარ ამატირო,
ბოროტს და ცუდკაცობას
როგორმე გამარიდო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდგომაფერად-ფერად ფოთლებისგან გავაკეთე ყვავილები, მაგიდაზე დავდგი ფრთხილად, ვეფერები,ზედ ვევლები. შემოდგომა ჩემ...მომავალი შენიაგმირად გაგზარდოს უფალმა, დღეს პაწაწინა ქართველო, „ხვალე“შენია იცოდე, რომ ასახელო სამშობლო. დამარცხდი?ნუ შ...დალოცვაჩემო ლამაზო ქვეყანავ, ოქროს სხივებით ნახატო, ჯადოსნურ ფერად-ფერებით, დედოფალივით ნაქარგო. აგევსოს უბე შვი...ბებიასქალთა დიდი დღეობაა მოქრიალებს ეტლი, მოაქვს ფიქრი უამრავი და ოცნება ბევრი. ცოტა ფიქრი და ოცნება ჩემს დედიკ...ჩემო საქართველომე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ, ქართული მიწის მადლით გაზრდილი, მისი მკვიდრი ვარ,მისი სისხლი ვარ, მისი დრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026