kids.ge logo

ჩემო საქართველო

ფავორიტებში დამატება

მე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ,
ქართული მიწის მადლით გაზრდილი,
მისი მკვიდრი ვარ,მისი სისხლი ვარ,
მისი დროშა ვარ,მისი მანდილი.

ჩემო სამშობლოვ რამდენჯერ მოგკლეს,
კვლავ გაცოცხლებდნენ ღირსი შვილები,
ჩვენი შავლეგო,ჩვენი გიორგი...
თასები გყავს ნაღდი გმირები.

სიკვდილი ბევრჯერ მოგსვლია კარზე,
დამცირებულხარ სხვათა წინაშე,
ვერ დაგაჩოქეს ამაყო მიწავ,
სალოცავ ხატად ერთხმად გიწამეთ.

მე საქართველოს ღვიძლი შვილი ვარ,
მის სიყვარულში ფიქრებაშლილი,
გმირთა ნაკვალევს გზაყოლილი,
მათი უკვდავი სულით გაზრდილი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზამთარიზამთრის სუსხი დატრიალდა, შემოდგომა მიილია, ყინვამ გზები მოიარა, ეს ფიფქების ღიმილია. რა ლამაზად დატრიალდნ...შემოდგომა მობრძანდამზეს ნათება მოაკლდა და ქარმა ქროლვას უმატა, სუსხმა თვალი დააჭყიტა, დროს კარებზე მოადგა. სითბოს ცრემლი მოე...შემოდგომაფერად-ფერად ფოთლებისგან გავაკეთე ყვავილები, მაგიდაზე დავდგი ფრთხილად, ვეფერები,ზედ ვევლები. შემოდგომა ჩემ...ჩემი სოფელიშენ ჭრელ კალთებს დაგიკოცნი, გული შენზედ მემღერება, ცელქი სიო მეფერება, ცხრათვალა მზე მევედრება: დაგახატო ...ჭიათურასროცა ფრთებს შეისხამს სიხარული, როცა ყვავილების ზღვაურია, როცა ფერადდება არე-მარე, როცა ხვავიანი ხმაურია. ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026