kids.ge logo

შენ ჩემი მეგობარი ხარ!

ფავორიტებში დამატება

თაგუნამ უთხრა თაგუნას:
-მეგობარი ხარ, იცოდე!
მანაც ასე მიგო:
-მეც მეგობარი გიწოდე!
რადგანაც მე შემიძლია,
გალხინო, ტკბილად გაცინო,
თხილის პატარა გულიც კი
თანაბრად გაგინაწილო.
რადგან სულ ერთად ვთამაშობთ,
შენ გილხინს და მეც ვხალისობ.
შენ გეღიმება და ჩემი
გულიც სიმით გაივსო.
-თუ გვიჭირს?
- მაშინ ჩვენ ორნი
მამაცი მეომრები ვართ!
-რადგან ჩვენ მეგობრები ვართ?
-სწორია! მეგობრები ვართ!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დათვებიროგორ? სწრაფად ვეღარ დათვლი? ტყეში ცხოვრობს სამი დათვი,- გულკეთილი დედა დათვი, გულმაგარი მამა დათვი და და...ზაფხულის ღამე-ვერსად დაგვემალები, ვისია ეგ თვალები? უკვე გვიანია, ყველას სძინავს, ბნელში ვინ დადის? ვინ დაფრინავს? შენ...ვაზი გვიხმობსვაზი უხმობს პატარებს: -მოდით! მოდით ყველანი, თქვენც გასინჯეთ დამტკბარი ყურძნის მწიფე მტევანი! ჩხა, ჯაგანი...ციყვუნიას ზამთარი„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“, ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს, თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს, რა იქნება ახლა ნეტავ...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026