kids.ge logo

ახალ წელს ვულოცავ ყველას!

ფავორიტებში დამატება

ძველი უკვე მიბრძანდება-
ხალ წელს ვულოცავთ ყველას,
დიდებსაც და პატარებსაც, -
ვარსკვლავების სადარებსაც.
მთებს და ტყეებს,
ზღვას და ხეებს,
მინდვრებს, ველებს, ნაკადულებს,
ზვრებს, მდელოებს გადათოვლილს
და ჩვენს გიჟმაჟ მდინარეებს...
ტყეში შეყუჟულ ჩიტუნებს,
ნადირ -ცხოველს,
თევზებს წყალში,
მივულოცავთ ყველას, ყველას,
რავის დავრჩებით ვალში.
აღმოსავლეთ-დასავლეთით...
ჩრდილოთით თუ სამხრეთით,
მშვიდობის ფიანდაზები
გაგვიშალოს ყველას ფერხთით.
მრავალ ახალ, ბედნიერ წელს!
მივულოცავთ ცას და მიწას,-
ჩვენს საყვარელ, მშვენიერ სახლს-
ლურჯ პლანეტას-დედამიწას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

აპრილიმარტმა -გაზაფხულის შვილმა გააღვიძა მზე როცა, ადგა და თავისი ტახტი აპრილს გადაულოცა. -მეც ხომ გაზაფხულის ძ...ატმის ხე ჯოხს ეუბნებაატმის ხე ჯოხს ეუბნება: -ვიცი, ეს დღეც დადგებოდა, ქვეშ საყრდენად რომ არ მედგე, ტოტი ჩამომატყდებოდა... ახლა...ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...ეს რა ლამაზი გზებია!შორს ლილისფერი მთებია, ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან, ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან, ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან. მა...შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირიმოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი. -ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა. დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი. ნო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026