kids.ge logo

იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს

ფავორიტებში დამატება
ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია.
მესმის რულში,როგორც ყრუ ელეგია,
მატარებლის დამღალველი ხმარი,
რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური.

მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
ყველაფერი სიზმარივით გათავდა,
რასაც გული სიყრმით დახატავდა.

მესმის რულში, ერთხელ გაიბზარა რა,
მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა.
რა - არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს,
მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,

იმ ატმებს გამარჯოს, იმ ატმის ყვავილებს!
სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს
არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია!
ყო ღამე, იყო უდაბნოთი,

დეს მშვიდი და უცნობი პოტი
თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს,
და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს,
იმ ატმებს გამარჯოს იმ ატმის ყვავილებს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქალაქი წყალზექალაქი წყალზე,წარბშეყრილი და მრისხანება, როგორც ქალაქი,დრედნოუტიც ისე ჩუმია! მხოლოდ ნაპირას მოასკდება გამ...გეტერაღამის ლეგენდა დაჰქრის, დასცურავს, ჩანგის სიმების მოისმის ჟღერა, თავდავიწყების სავსე მორევში დღეს ლხინს ეძ...ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...იერიიყო დილა მშვენიერი დილა ფერადი, მაგრამ უცებ წამოვიდა ცაიერადი. ასე იყო შენი დილაც ბედისწერამდი. სანამ ყოფ...დაგიფარავენმივეჩქარები იქ ხელაღებით, სადაც არაგვი მოჰქრის გიჟური, სადაც ბაღებით და ვენახებით ციხიდან შუქი გამოიჟურა....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026