kids.ge logo

ახალ წელს ვულოცავ ყველას!

ფავორიტებში დამატება

ძველი უკვე მიბრძანდება-
ხალ წელს ვულოცავთ ყველას,
დიდებსაც და პატარებსაც, -
ვარსკვლავების სადარებსაც.
მთებს და ტყეებს,
ზღვას და ხეებს,
მინდვრებს, ველებს, ნაკადულებს,
ზვრებს, მდელოებს გადათოვლილს
და ჩვენს გიჟმაჟ მდინარეებს...
ტყეში შეყუჟულ ჩიტუნებს,
ნადირ -ცხოველს,
თევზებს წყალში,
მივულოცავთ ყველას, ყველას,
რავის დავრჩებით ვალში.
აღმოსავლეთ-დასავლეთით...
ჩრდილოთით თუ სამხრეთით,
მშვიდობის ფიანდაზები
გაგვიშალოს ყველას ფერხთით.
მრავალ ახალ, ბედნიერ წელს!
მივულოცავთ ცას და მიწას,-
ჩვენს საყვარელ, მშვენიერ სახლს-
ლურჯ პლანეტას-დედამიწას!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბეღურამიწას თოვლი ეფინა, სუსხი იყო, ციოდა, ციდან თოვლის ფანტელი ხვავრიელად ცვიოდა. მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს ...მუხატყეში ვნახე მუხა, რკოს ისხამდა უხვად, განიერი ტოტები ირხეოდნენ ქარში, მუხა იდგა ამაყად ავდარში თუ დარში. ...ლაშა კითხულობს გაზეთსლაშამ ახალი გაზეთი მიურბენინა დედას: -ოღონდ ეს წამიკითხე და არ შეგაწუხებ მეტად. ჩემო დედიკო, გაზეთში რა წ...ნავი ეჯიბრება თოლიასმისრიალებს ზღვაში ნავი,- ტალღას მისდევს გოლიათს, სად იჩქარის? ეჯიბრება ფრთაფარფატა თოლიას. ამხნევებენ ზღვ...ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026