kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

(შემოკლებით)

ხარია შემოდგომა
ყველას, დიდს თუ პატარას,
მიტომ, რომ კაკლებს ბერტყენ,
დუღებენ თათარას.

მიტომ, რომ ვენახს კრეფენ,
ქვევრებს რეცხენ ღიპიანს;
მიტომ, რომ რაც ხილია,
ყველა ხილი მწიფეა!

ხარია შემოდგომა
ყველას ასე ძალიან,
მიტომ, რომ სავსე
ბეღელი და ნალია.

მიტომ, რომ სავსე
კალათი და გოდორი,
მიტომ, რომ ირევა
ცაში ოქროს ფოთოლი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გოგონა კითხულობდა...გოგონა კითხულობდა ლექსს, ძვირფასს, მღელვარებით და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯ...ციცოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...ვშლი ვფურცლავ...ვშლი ვფურცლავ ედგარს კიპლინგს ბაირონს (აქ პოეზია ნაირნარობს!) მიუსეს ხაიამს ჰაფიზსა (აქ პოეზია აბრეშუმს გ...ძველი ქართული ანდაზაძველი ქართული ანდაზა იტყვის: სოფელი დიდია! რამ გაადიდა, ანდა სად? სოფელს ბოქლომი ჰკიდია! რაჭა-ლეჩხუმი მშო...უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშო...

ნახატი ლექსები

ლექსზე „შემოდგომა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026