kids.ge logo

ბეღურა

ფავორიტებში დამატება

მიწას თოვლი ეფინა,
სუსხი იყო, ციდა,
ციდან თოვლის ფანტელი
ხვავრილად ცვიდა.

მინდვრებს, ტყეებს, მდელოებს
თოვლი საბნად ეხურა,
ხის ტოტზე ცახცახებდა
პაწაწინა ბეღურა.

შეჰყურებდა ზამთარს და
გაზაფხულზე ფიქრობდა,
მისი ფიქრი მზინი
დღებისკენ მიჰქროდა.

ცებ შეიფრთხილა,
ნეტავ, რა მოყურა?
ზამთარს არ უშინდება
პაწაწინა ბეღურა.

ჭიკჭიკდა, ამღერდა:
-რაც არ უნდა ციდეს,
ციდან თოვლის ფანტელი
რაგინდ უხვად ცვიდეს,

მაინც მოვა ნანატრი,
ტურფა გაზაფხულიო,
სევ გახალისდება
ჩემი ციცქნა გულიო.

ბუნება არ დარჩება
ცივი ზამთრის ამარა,-
გადმოგვძახა ბეღურამ
და ცად შეკრა კამარა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ღრუბელიღამესავით მოქურუშდა, ჩააბნელა მთა და ბარი, იხუვლა და გადმოგვასხა დელგმა წვიმის ნიაღვარი. დაიწურა ყველა ფთ...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...ჩვენი სახლი, ჩვენი ოჯახი-რასა აქვს კედლები მტკიცე, კარი, ფანჯარა, კიბე? გარშემო აივანი, მოაჯირები ხისა, ლამაზი სახურავი, ოთახებს ...ახალ წელს ვულოცავ ყველას!ძველი უკვე მიბრძანდება- ახალ წელს ვულოცავთ ყველას, დიდებსაც და პატარებსაც, - ვარსკვლავების სადარებსაც. მთ...შემოდგომაკალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი, ათასგვარი სასუსნავი,- კაკალი და თხილი... სიხარულით გაამზადა საუცხოო ძღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026