kids.ge logo

მოვა ახალი წელი

ფავორიტებში დამატება

დეკემბერი ილევა,
გარეთ ცივა, ზოგჯერ თოვს.
დასვენებაც იწყება,
თოვლში თამაშს რამე სჯობს?
რას ელიან ბავშვები,
კარგად იცის ბუნებამ,
ღარ ვარგა ამდენი,
ტვინის გადაბრუნება.
მოფარფატებს ფიფქები,
მოვიმარჯვეთ გუნდები,
დავაყენეთ ციგები,
ვეჯიბრებით გუნდებით.
ნაძვის ხესაც ავაწყობთ,
მოვრთავთ ირგვლივ გარემოს,
რა, წელსაც არ მაწყობს,
ჯადოქრობას არ ვენდო.
წერილს ისევ მიღებს
ჩემგან თოვლის ბაბუ
და გულით რომ იცინებს,
მას კითხვაც არ უნდა.
მთელი წელი ვადგენდი
საჩუქრების ამ სიას,
თან ძმისთვისაც რამდენი
ჩავამატე, მადლია.
კარგადაც ვიქცედი,
სულ ბოლომდე ვხვრეპდი სუპს,
ხშირად არ ვიქცედი
და არ ვიტყავდებდი მუხლს.
მოვა ახალი წელი,
სიხარულით აგვავსებს.
თან თოვლის ბაბუს ველით,
რას მოგვიტანს აბა, წელს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მასწავლებელიდრო მალე გადის, ჩვენც მას მივყვებით, და წლებთან ერთად უფრო ვიზრდებით, იგივე ვრჩებით, ანდა ვიცვლებით, დამკ...ანიტას კითხვები აწუხებსგაზრდილა გოგო ანიტა ცნობისმოყვარეც გამხდარა კითხვებზე რაც მან დამისვა, ხან მაქვს პასუხი, ხან არა: თუ დიდხ...დედის დღეამარტი დადგა, გაზაფხული ბევრ სიხარულს გვპირდება, ზამთრის სუსხით გათანგულთ კი სასწაული გვჭირდება. საქმიანი ...ენა ქართულისაქართველოს წარსული, აწმყო ხილვად ნახული. განძი - ჩვენი ანბანი და გმირობის ამბავი. ანგელოზთა ხმა არის, ქვ...ზაფხულიზაფხული დადგა, ჰაერში ნაირ-ნაირი სუნია, თავისუფლების სამ თვეში რამდენი სიხარულია. სოფელში ბებო მომელის, ხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026