kids.ge logo

მასწავლებელი

ფავორიტებში დამატება

დრო მალე გადის, ჩვენც მას მივყვებით,
და წლებთან ერთად უფრო ვიზრდებით,
გივე ვრჩებით, ანდა ვიცვლებით,
დამკვირვებლებად გარდავიქმნებით.

ვხვდებით, ცხოვრება ცვალებადია,
ხან აღმართია, ხან დაღმართია,
ხან უცებ გაცლის რაც გაბადია,
საწუთრო ასე უკუღმართია.

თუ შეგეშალა, ფეხი დაგიცდა,
თუ დარდის გახდი მატარებელი,
მაშინ გკითხავენ, შენ აქ რა გინდა,
ვინ იყო შენი მასწავლებელი.

თუმცა პირიქით ხდება ხშირადაც
და ნაყოფს იმკის შენი ჭაპანი.
კეთილს მოტან მერე იმათაც,
მაო იყო ვისიც ჯაფანი.

მაშინაც, როცა გზა აღმა მიდის,
ღარ ხარ დარდის მატარებელი,
მოკითხავენ კრძალვით და რიდით,
ვინ იყო შენი მასწავლებელი.

მიტომ ამას ვუსურვებ შვილებს,
არ დავიწყონ ამაგი მათი,
ვინც ასწავლიდათ ცხოვრების წიგნებს,
ვინც იყო მათი გზების ლამპარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოქართველმა იცის სამშობლო, მიწის საზომი არ არის. მაღალმა ღმერთმა დალოცოს ეს მშვენიერი მთა-ბარი. სამშობლო ჩვ...ანიტა და წიგნები„წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები“. სარეკლამო ბანერად კაშკაშებდა წარწერა. შეამჩნია ანიტამ, უმალ თავი ჩაქ...მოგილოცავთ ხარებას!მოგილოცავთ ხარებას! აპრილის შვიდს ღვთისმშობელს ანგელოზმა ახარა ,,თქვენში გაჩნდა სიცოცხლე და ძე ღვთისა გან...დიასახლისი ფერიები ამ ბედობას, ახალ წელს, ჩემს გოგოებს სალამი! წინსაფარი გადავდე, მოვიმარჯვე კალამი. ახალი წლის დღეებში თითქ...შემოდგომაზაფხული უკვე გავიდა, შემოდგომაა, აცივდა. გადაფერადდა ხეები, წაბლით გაივსო ტყეები. ხილით ივსება კალათა, ბა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026