kids.ge logo

მოვა ახალი წელი

ფავორიტებში დამატება

დეკემბერი ილევა,
გარეთ ცივა, ზოგჯერ თოვს.
დასვენებაც იწყება,
თოვლში თამაშს რამე სჯობს?
რას ელიან ბავშვები,
კარგად იცის ბუნებამ,
ღარ ვარგა ამდენი,
ტვინის გადაბრუნება.
მოფარფატებს ფიფქები,
მოვიმარჯვეთ გუნდები,
დავაყენეთ ციგები,
ვეჯიბრებით გუნდებით.
ნაძვის ხესაც ავაწყობთ,
მოვრთავთ ირგვლივ გარემოს,
რა, წელსაც არ მაწყობს,
ჯადოქრობას არ ვენდო.
წერილს ისევ მიღებს
ჩემგან თოვლის ბაბუ
და გულით რომ იცინებს,
მას კითხვაც არ უნდა.
მთელი წელი ვადგენდი
საჩუქრების ამ სიას,
თან ძმისთვისაც რამდენი
ჩავამატე, მადლია.
კარგადაც ვიქცედი,
სულ ბოლომდე ვხვრეპდი სუპს,
ხშირად არ ვიქცედი
და არ ვიტყავდებდი მუხლს.
მოვა ახალი წელი,
სიხარულით აგვავსებს.
თან თოვლის ბაბუს ველით,
რას მოგვიტანს აბა, წელს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ძველით ახალი წელია თუ იმედი გაგიცრუვდათ, რწმენაც შემოგელიათ, თქვენთან არც სანტა მოსულა, არც კეთილი ფერია, ბალიშის ქვეშ ხელს ...ქართული დედა-ენაამე საქართველოს შვილი ვარ აქ მომავლინა გამჩენმა. ზეცისგან დალოცვილი ვარ, რომ დავიბადე ქართველად. ენაც ქართ...მომავალი სპორტსმენიენერგიულ პატარებს სპორტი გვიყვარს ძალიან, მშობელი თუ გვაძალებს, მაშინ უფრო გვცალია. აქეთ კალათბურთიო, იქი...ენა ქართულისაქართველოს წარსული, აწმყო ხილვად ნახული. განძი - ჩვენი ანბანი და გმირობის ამბავი. ანგელოზთა ხმა არის, ქვ...მოგილოცავთ ხარებას!მოგილოცავთ ხარებას! აპრილის შვიდს ღვთისმშობელს ანგელოზმა ახარა ,,თქვენში გაჩნდა სიცოცხლე და ძე ღვთისა გან...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026