kids.ge logo

არ მოწყვიტო ია

ფავორიტებში დამატება

,,-ნახე , ია დაგიკრიფე,
კოპწია და ნაზფურცელა,
ამ დილით, რომ შენს ფანჯრებთან,
სილამაზით გათენდა“

-გათენდა მაგრამ მერე,
შენ მოწყვიტე უდარდელად,
ბა ჰკითხე მის დედიკოს,
ან ძამიკოს, უნაზეს დას..
მათ ხომ სურდად რომ გვერდი-გვერდ,
შეხვედროდნენ მზის ალიონს,
გეხვეწები ამის შემდეგ,
არ მოწყვიტო, დღე გალიოს!

-ახლა უკვე შენს ნათქვამზე,
დავირცხვინე, ეს რა ვქენი,
მაგრამ ისე ლამაზია,
გაგექცევა მაინც ხელი.
მაგრამ ვფიცავ ამის შემდეგ,
ა იყოს თუ ენძელა,
ნაბიჯებსაც ავარიდებ,
ხელს არ ვახლებ მის მშვენებას.

-სიკეთეა ჩემი, შენი,
რაც აცოცხლებს ჩვენს ბუნებას,
-მომიფრთხილდით რომ დაგატკბოთ,
ყველა ფურცლით გვეუბნება.“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ახალი წლის დღეახალი წლის დღე მოვიდა, ძველს ვაცილებთ სიცილით, თოვლის ბაბუ საჩუქრებით, ისევ მოვა? ვინ იცის? წელს სულ კარგ...წვიმის წვეთიწვიმის წვეთი წკაპუნა, ნამავს შიშველ მიწას, დაეფინა ყვავილებს, ჯერ კიდევ რომ სძინავთ. გაზაფხულის მხარობლებ...შემოდგომის ლეგენდებიშემოდგომის ლეგენდები, მოკლე დღით და გრძელი ღამით, სიუხვით და სურნელებით, დაჰქრის აღმა გრილი ქარი. ვაზის მ...* * *ერთს რომ ერთი მივუმატოთ, მეკითხები მალ-მალე, განა დიდი გავიზარდე, ბაღიც ვერ დავამთავრე. როცა წიგნებს მიყი...შეხედე როგორ დაუთოვია,,შეხედე, როგორ დაუთოვია, თეთრად მორთულა ქუჩა, ბილიკი, ეს ფანტელია, შენ რა გგონია? ღრუბელს წააგავს თეთრი ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026