kids.ge logo

ისევ მესხის გამოხედვა

ფავორიტებში დამატება
შენ სიყრმიდან იცნობ ომებს, გიყვარს ხმალთა სტვენა.
ყვავ-ყორნების არ გაშინებს შავზე შავი ფრენა.
ომთა გრგვინვა და დროშები თამარ მეფის ორბთა
შენ ბრწყინვალედ გამოსახე, დიდებულო შოთა!

ახსოვს იმ შენს ოქროსფერ წლებს, გორს, ასპინძას, მცხეთას
თუ რამდენჯერ სიკვდილისთვის თვალში შეგიხედავს...
სიკვდილმა ვერ ისიკვდილა, უჭკნობ დაფნის რტოთა
უკვდავების მტარებელო, დიდებულო შოთა!

მხოლოდ გმირთა თავდადების გზა იყო და არის
ღირსი დიდი სიყვარულის მშობლირი მხარის.
და იმ “ვეფხისტყაოსანით” ბევრი, არა ცოტა,
გამარჯვების დღე ყოფილა, დიდებულო შოთა!

თვით ქაჯეთის არ არსებობს ციხები შავი,
ძმადშეფიცულ მეგობრების რომ არ ლეწდეს მკლავი.
მათ საზღვარი გადალახეს ათასნაირ შფოთთა,
და გვინათებს შენი სახე, მზეთა მზეო, შოთა!

თინათინის და ნესტანის სიყვარულის ღირსი
მხოლოდ გმირთა უკვდავება არის მარადისი!
შენს გარშემო ყველა დროის მღელვარება რბოდა,
საყვარლეს სამშობლოის მშვენებაო, შოთა!

მარგალიტთა დიდთა მტევნად და ოქროდა ჰქროდა
სიტყვათ შენთა შადრევანი, ცემა ჩოგანთ შნოთა.
შენი გული უსასრულო სიყვარულით თრთოდა,
შოთა, ერის სიქადულო, ღვთაებრივო შოთა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შენ ზღვის პირადშენ ზღვის პირად მიდიოდი, მერი, სხივქვეშ თრთოდა შენი ნაზი ტანი და გფარავდა მწვანე სუროსფერი ცაცხვისა და ალ...ჰიმნი ქართულ ანბანსშენ, რომელიც მარად მზეებრ გვინათ, არა გუშინ გაჩნდი თვალის ჩინად, არამედ მზით ამოენთე ბრწყინვად - ოცდაექვს...მაისის ისრითამ ვარდობისთვის ვარდებით ვთვრები, კარგია თრობა. არ მებრალება მე ჩემი მტრები, და ვიცი მტრობა. მაისის ისრით...მღვრიე ქარითოვლის მხარე, ნისლიანი მთა და ბარი. მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი... ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქ...ხელებისაყვარელ ხელებს შეშლილივით დავეწაფები, ბროლის თითები, მზისგან სავსე ღვინით, მე დამათრობენ: გევეგები, გავე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026