kids.ge logo

ვერაფერი გამიგია...

ფავორიტებში დამატება
ვერაფერი გამიგია,
ცხოვრებაში რა ხდება;
ყველაფერი წამიგია -
მეგობრები მაკლდება.

ბრანინგით არ მომკვდარან,
ვინც დღეს ჩემთვის მკვდარია,
არც ფანჯრიდან გადმომხტარან
მშვენირად არიან.

უფრო ხშირად ახლა შინ ვარ,
წვიმას ვნატრობ შხაპუნას:
შევსვათ! ყველა თავის წვრილმან
საზრუნავში ჩაფლულა!

ყველა თავის ნავში სხდება,
ყველამ სადღაც გაცურა,
ყველა კვდება, გული მწყდება
წასულან და წასულან!

და დღები გადის ზანტად,
ღამები გროვდება,
ვიღაც უსაშველო ლანდად
მწუხრში მიახლოვდება...

მინდა მთაზე ავირბინო,
ზღვის მიქცევა ვიხილო,
თავში ხელი წავიშინო
რაც მომხვდება, ვიყვირო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გზას მოსდევს პოეტი...გზას მოსდევს პოეტი კლდოვანი ფერდობით, მოსტოპავს ბილიკებს ეკლიან ჯაგებით _ არის ბედნიერი ის ხალხთან ერთობი...ციცოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...წყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსოწყაროზე ჩაგიყვანს და არ დაგალევინებსო, მწყურვალს დაგტოვებსო, ჩაჰყვები ვინცო, ცოლ-შვილს გაგყრის და აგარევი...სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთიუფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი არა დაღვრილის - დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა, არავითარი სხვა სამშობ...ბოღჩებით და ყავარჯნებით...ბოღჩებით და ყავარჯნებით გრძელი სოფლის კართან ვდგავართ; მოკლე სოფელს არ დავრჩებით, ყველა გრძელ სოფელში წავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026