kids.ge logo

გაზაფხული შემოსულა

ფავორიტებში დამატება

,,მთებმა თეთრი საბურველის,
დაბერტყა კალთები,
მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა,
გარეთ იხმო ბავშვები.
-გაზაფხული შემოსულა!
მიძახა პატარებს,
ცაზე მერცხლის გამოჩენა,
დიდს, პატარას ახარებს.

გაზაფხულო ასე იცი,
გულში სხივებად ქცევა,
და დღები ყვავილნარად,
ზღაპრად გადაგვექცევა.
მთებმა თეთრი საბურველის,
დაბერტყა კალთები,
მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა,
გარეთ იხმო ბავშვები."

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026