kids.ge logo

ინტერნაციონალი

ფავორიტებში დამატება
აღსდეგ, ყოველი მხრის მუშავ!
გაიღვიძე პროლეტარო!
ჩვენვე უნდა მოვუპოვოთ
ჩვენს თავს აწ დრო სანეტარო!

უნდა მტერი დავამარცხოთ,
ძალმომრევი, უსამართლო!
რა გვაქვს მასთან ჩვენ საერთო,
საპირფერო ან სამადლო?

ეს იქნება საბოლო
შეტაკება... მწარე ომი!..
და, თუ ვსძლიეთ, ჩვენთან ერთად
გახარებს ყველა ტომი.

ეს-ღა მხოლოდ დაგვრჩენია!
მით ვფიქრობთ თავის დახსნას!
გამარჯოს მშიერ მუშას,
მის მკლავსა და მის მარჯვენას!

სხვა სუყველა ტყულია:
ღმერთი, მეფე, ვინმე გმირი!..
ძალა არის შეერთება -
ერთი ლხინი!.. ერთი ჭირი!..

მსხვერპლი უნდა დიად საქმეს,
კავშირი და შეერთება.
საბერველს რომ დაბერვენ,
რკინა მაშინ ფოლადდება.

ჩვენც დავჰბეროთ, თავს ნუ ვზოგავთ!
საბოლოო მწარე ომი!...
მხოლოდ ჩვენის გამარჯვებით
გახარებს ყველა ტომი.

მოცლილ ხალხის მუქთახორას,
ამ ქვეყნად რომ დაწანწალებს,
ნამუშევარს სტაცებს ღარიბს
და უკიდებს გულში ალებს,

უნდა დავსცეთ თავზე მეხი,
გაურჯელად ვინც ნეტარებს!...
გამარჯოს მხოლოდ შრომას,
მუშებსა და პროლეტარებს!...

ყოველი მხრის მუშა ხალხი,
დროა შევკრბეთ, ნუ გვაქვს შიში!
უნდა მედგრად მივიტანოთ
იმ ჩვენს მტრებზე ირიში!

ეს იქნება საბოლო
მშრომელ ხალხის მწარე ომი!...
ეს დაგვიხსნის მხოლოდ და მით
გახარებს ყველა ტომი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სატრფოსმშვენიერო, შენ გეტრფი, შენი მონა ერთგული, შენთვის სულდგმულს, შენგანვე, შენთვის მიძგერს ეს გული! მეგულები ...თვალს მიხვევენ...თვალს მიხვევენ, ენას მგლეჯენ, და მაგდებენ საკირეში! ურცხვად შვიდ-შვიდ პარასკევსა მითვლიან მე ერთ კვირეში!...იმერული ნანინაგაპუტულო გლეხის შვილო, შენ პაწაწინაო! აგრე ტკბილად, უდარდელად რამ დაგაძინაო? დედის მკერდში მიგიგნია შენ ტ...მახეში გაბმული ჩიტიბავშვები: გაბმულხარ, ჩიტო, მახეში? გაჩერდი, ნუღარ ფართხალობ! ჩვენი ხარ, ვეღარ წაგვიხვალ, დაგვიმორჩილდი, რ...ზღვაო, აღელდი, აღელდი!ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები, კიდეებს გადააცილე! მარგალიტების სალარო შე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026