„წა−ი−კი−თხე წიგ−ნე−ბი,
უ−კე−თე−სად იქნები“.
სა−რეკ−ლა−მო ბა−ნე−რად
კაშ−კა−შებ−და წარ−წე−რა.
შე−ამჩ−ნი−ა ა−ნი−ტამ,
უ−მალ თა−ვი ჩა−ქინდ−რა.
ცო−ტა ხა−ნი ჩა−ფიქრ−და
და ჩუ−მად თქვა „არ მინდა“.
„რად ვი−კი−თხო წიგ−ნე−ბი,
სი−ტყვე−ბი და სი−ტყვე−ბი...
მა−ლე დი−დი ვიქ−ნე−ბი
ა−ღა−რა მაქვს კი−თხვე−ბი.
მო−ბი−ლუ−რი სულ თან მაქვს,
ინ−ტერ−ნე−ტიც ჩარ−თუ−ლი.
ტრანს−ლე−იტ−მა მი−თარგმ−ნა
ინგლისური-ქართული.
მსოფ−ლი−ო−ში რაც ხდე−ბა,
სულ ჩვენს თვალ−წინ ნახლ−დე−ბა.
ჩავრ−თავ ფილ−მებს, ა−ნი−მეს,
ან სე−რი−ალს და−ვი−წყებ.
„ფეისფუქზე“ დავსქ−რო−ლავ,
ან−და რა−მეს დავ−პოს−ტავ,
ტვინს არ უნ−და წვა−ლე−ბა,
და კი−თხვის−გან წამება“.
„ღმერ−თო ჩემო“ შევ−კივ−ლე,
ეს რა ეს−მის ჩემს ყუ−რებს.
ვე−ღარ ვიც−ნობთ ჩვენს შვი−ლებს,
გა−ჯე−ტე−ბის შემ−ყუ−რე.
შვი−ლო, რო−გორ ა−და−რებ
წიგნს და ტე−ლე−ნო−ვე−ლებს,
ეს ჰგავს რა−ღაც გა−ნა−ჩენს
თუ ჩა−მოვრ−ჩი მოვ−ლე−ნებს.
წიგ−ნი რა−საც გთა−ვა−ზობს,
ძნე−ლად სხვა−გან ი−შო−ვო,
ჯა−დოს−ნუ−რი სამ−ყა−რო,
კი−თხვით უნ−და ი−პო−ვო.
წარ−მო−სახ−ვას მი−ენ−დო,
ფიქ−რებს მიედ-მოედო,
ყვე−ლა გმი−რი გა−იც−ნო,
მათთ−ვის „ომიც“ და−ი−წყო.
ცხრა მთა−სა და ზღვას შო−რის
ბეწ−ვის ხიდ−ზე გა−ივ−ლი,
გმირ−თან ერ−თად გა−მოც−დი,
რო−გორია წა−დი−ლი
გა−ი−მარჯ−ვო ბო−როტ−ზე,
ცას შე−ხე−დო ოც−ნე−ბით,
კვალ−ში მიჰყ−ვე ბო−ლომ−დე,
მტერს ა−ჯო−ბო გო−ნე−ბით.
ი−ცი−ნებ და ი−ტი−რებ,
თა−ნაგრძ−ნო−ბით ი−ცხოვ−რებ,
სხვე−ბის დარდს რომ იტ−ვირ−თებ,
შენც იზრ−დე−ბი, ი−ცო−დე!
წიგ−ნი ა−მას გთა−ვა−ზობს—
შე−ის−წავ−ლო სამ−ყა−რო,
თუ გსურს ბევ−რი სი−ცო−ცხლე,
კი−თხვის−კენ მოგიწოდებ!“
შე−მომ−ხე−და ა−ნი−ტამ,
თვალ−ში ფიქ−რი ჩა−უდ−გა,
ა−ღარ უთქ−ვამს „არ მინდა“
დე−დის ხმას ვერ გა−ნუდ−გა.
„დე−და−ჩე−მო, ვგიჟ−დე−ბი,
რა ე−ნამ−ზე მყავ−ხა−რო,
გე−ტყო−ბა, რომ წიგ−ნე−ბის
კი−თხვა სულ გიყ−ვარ−და−ო.
და−გი−ჯე−რებ და წიგ−ნებს,
სასთუ−მალთან და−ვი−წყობ,
ხან ტე−ლე−ფონს ა−ვი−ღებ
და განტ−ვირთ−ვას მო−ვი−წყობ.
მე ვარ ჯენ−ზის თა−ო−ბის,
ციფ−რუ−ლი დროს მოს−წავ−ლე,
მეს−მის საქ−მის რა−ო−ბის
და ო−რი−ვეს მოვასწრებ!“
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო