kids.ge logo

გიყვარდეს წიგნი

ფავორიტებში დამატება
გიყვარდეს წიგნი - ძვირფასი განძი,
ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!

გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!

გსურს ასახელო მშობელი მხარე,
მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
მისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
მისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!

გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026