kids.ge logo

ზამთარი

ფავორიტებში დამატება

ზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა.
ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს,
მოარგებს და დიდ-პატარას
თბილ ქურთუკებს აცმევს.

ლოლუბის კანფეტებიც
უხვად კი აქვს, მაგრამ
არ უმატებს სიტკბოსათვის
კარამელს და შაქარს.

- ჩუმად!- ეტყვის, როცა
ხეზე შავი ყვავი ჩხავის,
-ნუ აღვიძებ დაძინებულ
ხეებსა და ყვავილს!

წაფარებს თოვლის საბანს
ზღარბს, ხვლიკსა და მწერებს,
ბავშვები კი შინ სხედან და
სანტას წერილს სწერენ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ექიმიკორდზე დახტის ბაჭია, სულ თეთრები აცვია, ექიმია, იცით ალბათ, აქვს ნემსები, ბინტი, ბამბა, იოდი და წამლის აბ...ჩიჩილაკიაიღებენ თხილის ტოტს და თლიან, თლიან, თლიან, თლიან.... საახალწლოდ უნდა დადგან -მიხვდი? -ჩიჩილაკი ჰქვია! თხ...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...ორი ჩიტიოთხი ცალი წიწიბურა ორმა ჩიტმა გაყო ძმურად. მერე ნამი დალიეს, ეთამაშნენ კალიებს, იწუწავეს რუში. დედიკო რომ...ბაღის მეგობრებიჩვენ ვართ ბაღის მეგობრები, ერთად ვსწავლობთ, ვთამაშობთ, ვინმემ თუკი მოიწყინა, რას ვაკეთებთ? - გავართობთ! -...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026