kids.ge logo

საქართველო

ფავორიტებში დამატება

ჩემს სამშობლოზე ლამაზი
არ მეგულება მხარე!
აქ ყველა სოფლის წყაროზე
უკვდავების წყალს დალევ.
მწვერვალი ზღვასთან მეგობრობს,
მზესთან - ზვარი და ყანა,
ჩუქურთმინი ტაძრები,
ცას უწვდის მიწის სალამს.
აქ რომ სიმღერას მოისმენ,
გაგზრდის და გაგამხნევებს.
ქართველიც თავის სამშობლოს
ჰგავს, როცა გაშლის ხელებს.
ცეკვაც და საქმეც უხდება,
უყვარს ბუნებაც, მოძმეც.
თავის ნიჭით და სილაღით
ციდან ვარსკვლავებს მოწყვეტს.
ძალა აქვს „ვეფხისტყაოსნის“.
სიბრძნე წინაპრით მოსდგამს,
მადლით ამშვენებს სამყაროს
ქართველთა ძველი მოდგმა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...ბასი-ბუსიჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი, ავტობუსი გრძელზე გრძელი! ყველა იმ ავტობუსს ელის, დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრი...დარისა და ავდრისარაც არის, არის, მოდი, ერთად შევსანსლოთ ქარი! რაც არის, არის, დავაყოლოთ ზედ წვიმის წყალიც! რაც არის არის, ...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026