kids.ge logo

მწოლარე

ფავორიტებში დამატება
ყო ის მწუხარება - ბალახებში მწოლარე
და ეფინა ალვათა ხევანის სუმბული,
მიდიდა მდინარე, როგორც ლურჯი ოლარი,
და მახლობლად კიდა მეთორმეტე ბულბული.

და ფოთლების შრილი იყო, როგორც ოპერა,
შორელი ბაღები, მედეას ხნის კამარა,
ცებ ქარმა ზვირთები დასავლეთით მობერა,
მიფარა დაღალულს და ზღვებს გადაბარა.

კითხულობდა პოტებს: ედგარს, ჰანრი რენიეს
და ლანდები ჩქარობდნენ ოცნებების კიდეზე
და ვერ წარმოედგინა ბედნიერს და მშვენიერს
ცა - უფრო უმაღლესი, ცა - უფრო უდიდესი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მე ვინც მიყვარდამე რომ მიყვარდა, ის არი, ოცნება გამიდიადა, იმისთა თვალთა ისარი გულზე მაჩნია ტყვიადა. საგულეს ის არ ჩადგებ...თეთრი პელიკანიგადმოფრენას ეს ყორანი მადათოვზე აპირებს, გაანათებს რესტორანი ტივებიან ნაპირს. ასე მიდის ეს ზამთარი სიზმარ...მაინც დავიმსახურემთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება, ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება. გავაცურეთ სადღაც ნავი სა...მეტეხი იდგა რუხი, პიტალოცა - დასავლეთი აღვივებდა ღრუბელთა ღუმელს, მეტეხი იდგა რუხი, პიტალო. შემოდგომის დღე მისცემოდა უსაზღვრო დუმ...ლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავებისლაჟვარდ ცაზე დღეა თეთრი კრავების, დასავლეთის კარი ჩატყდა ზმორებით; უნაზესი ისმის ხმა საკრავების ბაღებს იქ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026