kids.ge logo

ბასი-ბუსი

ფავორიტებში დამატება

ჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი,
ავტობუსი გრძელზე გრძელი!
ყველა იმ ავტობუსს ელის,
დაჰყავს მგზავრი ცოტაც, ბევრიც!
სკოლაშიც და ბაღშიც მიდის,
დილაბით უდგას რიგი.
დადის თამაშ-თამაშით,
ბასი-ბუსი ლამაზი!

გარმონიც აქვს ერთი, დიდი -
დაგოფრილი რუხი ხიდი.
ის ორ ვაგონს აერთებს,
იმგზავრე და გაერთე!

წელავს, წელავს გზა-გზა გარმონს
ხალისებს სავსე სალონს.

ბასი-ბუსი მღერის,
პი-პი, ჰერი, ჰერი!

მგზავრობისას თურმე ბავშვებს
კანონმორჩილებას აჩვევს -
მხოლოდ ბასლაინზე დადის,
აქვს სავალი თავის ხაზი!
განრიგიც აქვს ზუსტი,
ყველა მაგას უცდის!

ჩვენს ქალაქში დაქრის, ჰერი,
ავტობუსი გრძელზე გრძელი,
ჩვენი მწვანე ბასი-ბუსი -
მეგარმონე ავტობუსი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...საქართველოჩემს სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე! აქ ყველა სოფლის წყაროზე უკვდავების წყალს დალევ. მწვერვალი ზღვას...დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...ჩიჩილაკიაიღებენ თხილის ტოტს და თლიან, თლიან, თლიან, თლიან.... საახალწლოდ უნდა დადგან -მიხვდი? -ჩიჩილაკი ჰქვია! თხ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026