kids.ge logo

ძილი ნებისა

ფავორიტებში დამატება

დავიბანე პირი,
დავიბანე ხელი,
„ნანინაო, ნანა“,-
ახლა ასე ვმღერი.
ი, უკვე ვიძინებ...
დავიძინებ ტკბილად,
ჩემს ლოგინში, მუდამ,
ძლიერ, ძლიერ თბილა.
დედა როცა მხედავს,
თვალებს მაგრად ვხუჭავ,
შენც ხომ გეძინება,
ჩემო თმახუჭუჭავ?
დავიძნოთ მალე;
დედა ზის და კერავს,
და ჩაგვაცმევს დილით
ხალთახალ პერანგს!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბედაურიბედაური გახლავარ, ოქროს ფაფარგაშლილი. მათრახი არ მჭირდება, დავქრი ზღაპრულ რაშივით! ჯერ შემკაზმა პატრონმა ...ყველას არგუნებსახუნძლული ვაშლები ნეტავ საით გარბიან? ზურგზე ვაშლებასხმული ეს ხომ დედა ზღარბია. ვაშლს უზიდავს ზღარბუნებს,...საუზმეთეთრი ხელსაწმენდი ავიფარე გულზე, ჩანგალიც მაქვს, კოვზიც, ახლა ვისაუზმებ! წყნარად ვუცდი საჭმელს, კოვზი მოვ...ყვინჩილაყვინჩილამ თქვა: ვსინჯავდი ფერად-ფერად ნაყინებს. გამიცივდა ჩიჩაყვი, წარამარა მაყივლებს....საწყალი კურდღელიეს საწყალი კურდღელი ძლიერ ავად გაგვიხდა; არც სტაფილო ეამა, ჩამოდნა და გაგვიხდა. მოვიწვიეთ ექიმად არჩილი დ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026