kids.ge logo

მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით

ფავორიტებში დამატება
მაშინ დავსტკბები სრულის სამოთხით,
როს, ვით მე გეტრფი, შენცა მეტრფოდე,
და ქალწულების კრთომით, მორცხვობით
მე შენს სიყვარულს მეუბნებოდე;

მე დაგყურებდე ტრფილებითა,
შენ ჩემს გულზედა თავი გესვენოს;
წყუროდეს, მაგრამ კრძალულებითა
მე შენთვის კოცნაც ვერ გამებედნოს.

ვიშ, მაგ შენს ნარნარს გულის-ცემასა.
ვით ლოცვის ბგერას, ლმობით ვისმენდე
და ცოდვილთ ფიქრთა ზედ-მოსევასა
შენის სიწმინდით ვიგერიებდე...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

კ. ბ. მ - სასნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩვენგანს ხელსა ვაწვდიდი მეგობრობისას, რომ უარვყოფდი ჩემთ მოძმეთ შორის სულის ს...დაბნელდა სული, გარშემოც ბნელადაბნელდა სული, გარშემოც ბნელა, სიცივე მკვიდრობს ეხლა ჩემ გულში; აღარ მაქვს საზრდო სულისათვის მე არც სიძულ...პოეტიმისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა; არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამ...გუთნის დედაერთს ბედ ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ, წილად გვარგუნეს შავი მიწა ჩვენ. ერთგულად ვჭიმოთ ჭაპანი ჩვენი, უსიხ...ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!.. აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია, თუმცა ძველნი დაგშორდნენ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026