kids.ge logo

შავი ყორანი

ფავორიტებში დამატება
გზა გავირე... მსურს მოვიხედო
და დავინახო მთისა ქედები;
შავი ყორანი გზაზე მომჩხავის:
”ნუ იხედები... ნუ იხედები!”

გზაზე მივდივარ... მსურს გავარკვი
გასასვლელი გზის სივრცე უცვლელი;
შავი ყორანი ისევ მომჩხავის:
”შორს ნუ გასცქერი... შორს ნურვის ელი!”

მაგრამ სადა ვარ? გზა აღარა სჩანს,
ამ სიბნელეშიც გაჭირდა გავლა;
შავმა ყორანმა ფრთა ფრთას შემოჰკრა,
შავმა ყორანმა თავზე დამჩხავლა...

გადაიფრინა და მომაგონა
დრო, უბედობის გვერდით მხლებელი,
ჟამი - ყველაფრის მქნელ-გარდამქმნელი,
სივრცე - ყველაფრის მიმტევებელი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მონაზონ ქალს ოფელიასგმართებს ტირილი და ცრემლთა ფრქვევა. სტიროდე,ადამ,სტიროდე,ევა! დასცვით,დასდაგეთ ოცნების ფერფლი, ბოროტი გვე...სად იყო სმენა და გაგონება?ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს, მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება— თვით მურილიოს,...გულო, რა გემართება?შემოდგომის ყვავილებს დიდებასთან მივიტან, ერთი შორი ოცნება მახსოვს ძველ მოტივიდან. ვარდები არ არიან, მაგრა...ეფემერაცხენთა შეჯიბრებაზე ჩემი ლურჯა ცხენები ჰქროდნენ ეფემერული და ფერადი ქარებით, იყვნენ საუკუნენი, მაგრამ ვერ ...რაც იქნეს – იქნესროს სიბნელეა და გზას ვერ ვიგნებ მენატრებიან ფრთები თეთრები, მაინც არავის არ ვევედრები: გზა გამასწავლეთ, გ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026