kids.ge logo

ავადმყოფი მგოსანი

ფავორიტებში დამატება
ბედო შავპირო, უპირო,
ამრევო გზა და კვალისა!
სულს ნუ ამომხდი, მაცალე
დახამხამება თვალისა!...

აჩრდილიღა ვარ წარსულის
და ლანდი მომავალისა!...
ვის შერჩენია, მე შემრჩეს
გადახდა სოფლის ვალისა?

მაგრამ სურვილმა მომხიბლა
ცრუ მომედე ხვალისა;
ჩამიხმატკბილა ჩანგურმა
და გული გამიხალისა:

ჩონგურო! ჩემო ჩონგურო!
ოცნების ზღვაში მცურავო!
შენი კრიმანჭი წკრილი
ხელახლად მომეწყურაო;

ჯორა გაქვს ია-ვარდისა,
სიმი - ბულბულის ენაო;
ფრთები არწივის გასხია,
შეგშვენის აღმაფრენაო;

მიმოფრენ, მეც თან დაგყავარ,
წამის-წამ, კიდის-კიდესო!
ვეღარ მერევა სიკვდილი
მე, შენსა გადამკიდესო!...

დიდება შენსა მოვლენას,
ცირო, ტკბილო ძალაო!...
დაადნა გული შენს სიმებს
და სული დაცალაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

განთიადიმთაწმინდა ჩაფიქრებულა, შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა; მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს თავდადებულის საფლავსა....გულის პასუხიცრემლში მილესავს ნაღველი და მელნად ის მიხმარია!... შიგ თაფლი არის ნარევი და ზოგან ცხარი ძმარია!.. ზოგს ეტ...გლეხის საჩივარიდიდება შენდა, უფალო! რასა გვთხოვს? რა მოუცია, რომ ჩამოგვიდგა ჭირივით სოფელში ეგზეკუცია? სადღაც ვიღაცას რა...გაუბედავი სიყვარულიათი წელი, მწარედ მწველი, გულს მიდაგავს ტრფიალება! და უბრალოდ სავალალოდ ჩემს გულშივე იმალება! მიძგერს გული...სალამურისად ხარ, ჩემო სალამურო, ხმატკბილო და საამურო, რომ შენის ხმით ჩრდილოეთში ქართველს გული გამიხურო! როცა მწყე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026