kids.ge logo

მე სული ჩემი ფეშქაშად

ფავორიტებში დამატება
მე სული ჩემი ფეშქაშად
შენთვისცა შემიწირია.
შენს სიყვარულზე სიკვდიდმდე
მაქვს გასატანი პირია.
დაო, შენც იცი, შორს მყოფსა
მაჭკნობს უხსნელი ჭირია.
პავლე სწერს მოციქულიცა:
"სჯული არს სიყვარულია".

მცირედიღა მაკლს სიკვდილსა!..
ეს არს, მოვიდა ჟამია!..
ტილოს ვმზერ ჩემად პერანგად!..
მიწას მითხრიან!.. ვა-მეა!
ვინ დამიტირებს? არვინ მიცვს,
არვის აქ ცრემლთა ნამია!..
დეს ვესტუმრო მიწასა,
გახსოვდე მაშინ - ძამია!

თვარა ამ სოფელს ზილვასა
არ ველი შენსა, ჰე დაო!
ფრთენი არა მაქ - ავფრინდე,
მოვიდე სწრაფით შენდაო.
[........
............] ხედაო.
ბედითმა ბადემ შემიცვა.
გა[...........]

მეგობართაგან ძულვილი
დია ვიქენი ივარ.
პირველ ვარ დებრვე მესურვე;
ახლა მქნეს ვითა ივარ.
შეყროლდენ ჩემგან და დალპენ;
განმაგდეს, ვითა ჭია ვარ.
მსწრაფლ მომიძულეს ყველაყამ;
ცრემლითა დანატია ვარ!

ჭირსა შევსწუხდე მალიად, -
რა არის ესე კაცობა?!
პირუტყვი უღელ შინა სწუხს, -
მისი მექმნება მსგავსობა;
ბოლოს საძოვარს მიუშვან, -
ღარც მას ახსოვს მგზავრობა.
პირველ ჭირს განვლით ყოველი,
მერე მოგვეცეს ხარობა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ან-ალვაო ტანადობითან, ალვაო, ტანადობით, ბან ბულბულს მიგიგავს ენა; გან, გიელვარებს პირი, დონ, დახატული ხარ შენა; ენ, ელვარე,...ვნახე პირ-მზევნახე პირ-მზე, ბაგე ვარდობს და ლალობს; ლომის ბურჯზედ აღმობრწყინდა არია; მონარნარობს, ზილფ-გიშრითა დალალობ...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...აღვახვამ ქებად ბაგესაა. აღვახვამ ქებად ბაგესა, თუმც შევიძელ მკობილება. ბ. ბანოვანთა უტურფესო, გიქო მაღალ-შობილება! გ. გულს გან...სევდის ბაღსსევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026