kids.ge logo

ბაღი

ფავორიტებში დამატება
მე ბაღი ბაღი მეგონა,
ყვავილებით და პეპლებით,
აქ კი რა დამხვდა? - მაგიდა,
წიგნი და მასწავლებელი,
ვაშლის ფაფა და სტაფილო,
კატლეტები და სუპები,
რა, ბატონო, ამ ბაღში
თუოდ დავიღუპები.
არ მინდა თქვენი საწოლი,
არც ეს ფაფუკი ბალიში,
ან ნამდვილ ბაღში წავიდეთ,
ან არა - სახლში გამიშვით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

„ფუტკარი“
ნახატის ავტორი:
ნატალი ცვარიანი (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ნოდარ დუმბაძის ლექსი „ბაღი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026