kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

ღამეა, ცაში ომია,
ელვა ქვემეხებს ისვრის,
ქარმა ღრუბელი დაგლიჯა,
დინა თეთრი სისხლი,
წვიმა თქრილით მოვარდა,
ტყე დაბურა ნისლით.
დილით მზე ამოჩახჩახდა,
გადაბარდნა ნუში,
რაღაცამ გამოიღვიძა,
გათამაშა გულში,
ბებიამ უთხრა ბაბუას:
- გაზაფხულდაო გუშინ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026