kids.ge logo

ბიჭი, ძაღლი და ბებია

ფავორიტებში დამატება

ნოდარიკო და ბემბი
ცხოვრობენ როგორც ძმები,
ერთი თეფშიდან თქვლეფენ,
ორთავე ერთად ყეფენ.
ტახტის ქვეშა აქვთ ბინა,
ორთავეს ერთად სძინავს,
ბიჭი მიუშვერს ლოყას,
ძაღლი ლოკავს და ლოკავს.
ბევრს ემუქრება ბები,
ერთად გათრევთო თმებით...
ი, ამ წუთში, ახლაც
ორთავე ბაღში გახლავთ,
დასდევს ბებია კუდში,
მაგრამ ვინ აგდებს ძაღლად.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ნანალურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა გაოცებული ნანაო: - ეგ კაბა ყაყაჩოებით ვინ მოგიქარგა, ყანაო? ერთი ის კაცი მაჩვენე, ...ქეთინოს ვედრება მზისადმიმზეო, დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში. ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში. იმას რომ რამე ...ნემსიძაფს რომ ნემსში ვერ აგებს, ბებო ბრაზობს ძალიან, მიჯავრდება ხანდახან, თითქოს ჩემი ბრალია, შორიდან რომ ვუქც...მაწონილევანიკომ და ნოდარმა გატეხეს ჩაიდანია, ბებო გაგიჟდა, საღამოს ჩაი რომ ვეღარ დალია. ლევანმა გადუჩურჩულა ნოდ...თაგვითაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ, რომ მაბრალებენ ამდენსო, ერთ მარცვალს შევჭამ, ყვირიან: - ვაი, ბეღელი დაგვევსო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026