kids.ge logo

გაზაფხული

ფავორიტებში დამატება

ღამეა, ცაში ომია,
ელვა ქვემეხებს ისვრის,
ქარმა ღრუბელი დაგლიჯა,
დინა თეთრი სისხლი,
წვიმა თქრილით მოვარდა,
ტყე დაბურა ნისლით.
დილით მზე ამოჩახჩახდა,
გადაბარდნა ნუში,
რაღაცამ გამოიღვიძა,
გათამაშა გულში,
ბებიამ უთხრა ბაბუას:
- გაზაფხულდაო გუშინ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო- ახალი წლის საღამოა, ქარი ქრის და ფიფქი ცვივა, თოვლის საბანს რომ იხურავ, ნაძვის ხეო, არა გცივა? - არა მც...მელა და ქათამიმელიამ უთხრა ქათამსო: - რომ შეაბერდი მამალსო, ამაღამ ჩემთან წამოდი, თვალ-მარგალიტით აგავსო. ქათამმა უთხრა...თაგვითაგვი ვარ, სპილო ხომ არ ვარ, რომ მაბრალებენ ამდენსო, ერთ მარცვალს შევჭამ, ყვირიან: - ვაი, ბეღელი დაგვევსო...მანანას წერილიჩემო კარგო მედიკო, ჩემო კარგო დაია, გეფიცები თოჯინას, მომენატრე ძალიან. მომენატრა სოფელი, ბაბუა და ბებია,...ფისოფისუნია, ძილისგუდა, ჩხუბის ღირსი არა ხარ? მუდამ გძინავს, თაგუნამ კი ყველაფერი გადახრა. არა, ფისო, ჯერ არა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026