kids.ge logo

ახალი ქოლგა

ფავორიტებში დამატება

მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
გარეთ გავიდნენ
ხალი ქოლგით.
სადრბაზოსთან
შეჩერდა მზია:
-ქოლგის გახსნა რომ
არ შემიძლია? . . .
ჰა, თუ ბიჭი ხარ,
გახსენი, აბა!-
და ქოლგა გოგის
გადასცა სწრაფად.
“თუ ბიჭი ხარო“, -
მანამდე დინჯი,
მყისვე აენთო
პატარა ბიჭი.
ეჭვით დახედა
დახურულ ქოლგას,
წინ თითქოს დიდი
გამოცდა ჰქონდა.
სახეზე ჩრდილმა
გადურა:
“გავხსნი თუ არა?!“-
ეცრად ბიჭი
რაინდად იქცა:
სე ლამაზად
და ისე მკვირცხლად
გახსნა ის ქოლგა,
რომ მზიამ უცებ,
“ყოჩაღო!“ - თქვა და
კოცა შუბლზე. . .
მზე პირს იბანდა,
მზია და გოგი
მიცუნცულებდნენ
ხალი ქოლგით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ქრის, ქრის, ქრისქრის, ქრის, ქრის ქარი სექტემბრის. ფარფატელა ჭადრის ფოთოლს მიაქანებს ძირს. ვის მოუხმობს, ვის ზარი სექტემბრ...ზღარბიზღარბო, ზღარბო ქაცვია, ეს რა ქურქი გაცვია! დამაკაწრეს ხელები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა, ნეტავ შენი დედიკო როგო...ფეხსაცმელი- პირს შაშვივით რისთვის აღებ, ფეხსაცმელო, რა გჭირს? მითხარ, იქნებ კბილი გტკივა ყბას შეგიხვევ ნაჭრით. შიმშ...უცნაური ორთქმავალისაახალწლო ნაძვის ხეზე ქალაქისკენ მომავალი ნიავქარზე უფრო მალი - დგას ბაქანზე ორთქმავალი. დაგანახათ წამით ...კირკიტელა კაკალიმსურს მოგითხროთ ამბავი არცთუ ისე ახალი, გზაზე ვნახეთ კაკალი, კირკიტელა კაკალი. მწვანე ჩენჩო ტანიდან ახლად...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026